20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი "საქნახშირის" ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

ტყიბულში მოხმდარ ტრაგედიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი.

შალვა ნათელაშვილი პასუხისმგებლობას საქნახშირის მფლობელს აკისრებს და მის დასჯას ითხოვს.

ლეიბორისტების ლიდერი ამტკიცებს, რომ ტყიბულში უხეშადაა დარღვეული შრომის უსაფრთხოების ნორმები, რაზეც ხელსიუფლება, ქვეყნის არაფორმალური მმართველის მითითებით თვალს ხუჭავს.

„დაღუპულია ექვსი მეშახტე. დაღუპულია ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის გულქვაობის შედეგად, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩირის ფასიც არ აქვს და რომელმაც მოსპო შრომის უსაფრთხოების სისტემა მთელს ქვეყანაში. დაუყოვნებლივ იქნას აყვანილი პატიმრობაში, ტყიბულის შახტების მეპატრონე, მილიარდერი მაფიოზი, დავით ბეჟუაშვილი. ადამიანების სიკვდილი გახდა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა,“-განაცხადა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები