თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„ეს გზა თავისი დამხმარე გზით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, ერთი, რომ აეროპორტის მიმართულებით მიდის და მეორე, აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონს აკავშირებს და შესაბამისად, დედაქალაქში შემოსასვლელია და უნდა იყოს ყველანაირად მოწესრიგებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საექსკავაციო სამუშაოები და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.