20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
შრომითი უსაფრთხოება - დეპუტატების ნაწილი კანონის გამკაცრებაზე საუბრობს 

ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების კანონის გადახედვაზე საუბრობენ უმრავლესობის წევრები. დეპუტატები თვლიან, რომ საჭიროა აღსრულების მექანიზმი გამკაცრდეს.

„მიმაჩნია, რომ შრომით უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისი სტანდარტების ამაღლება, უნდა იყოს იმ დონის, რომ როგორც სამართლებრივი, ასევე ინსტიტუციური მექანიზმები, ეს იქნება ადმინისტრირების ნაწილი, ასევე აღსრულების ნაწილი, იყოს ძალიან ეფექტიანი,“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ხატიძე.

რაც შეეხება სამთო მომპოვებელ კომპანიაში სპეციალური მმართველების დანიშვნის შესახებ ინიციატივას „ქართული ოცნების“ ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ნაადრევად თვლის.

„კანონმდებლობაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ რომელიღაც საწარმო არ ასრულებს ვალდებულებებს, ასეთ შემთხვევაში მოხდეს დროებითი მმართველის ჩართვა, მაგრამ არ მგონია ჩვენ ამის საჭიროება დაგვიდგეს, რადგან შრომის ინსპექციის ეფექტიანი მუშაობა და ის სანქციები, რომელიც არის გათვალისწინებული ჩემი აზრით საკმარისი იქნება,“-აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე.

ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში არა კანონი, არამედ მისი აღსრულებაა, რომლის შესახებაც პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„კანონში არ არის საქმე, პოლიტიკურ ნებაში და უნარში, ცოდნაში, რომ განახორციელო შენს მიერ მიღებული კანონი და დანერგო ცხოვრებაში, ეს არის პრობლემა. ამიტომ ისევ აპელირება იმაზე, რომ კანონი გავამკაცროთ, ან შრომის ინსპექტორები გავაორმაგოთ, ეს არაფერს ცვლის,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

კანონის აღსრულების პოლიტიკური ნების არარსებობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები