20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ბათუმის მერია ზოოკუთხის გადატანას გეგმავს - ოპოზიცია უწყებისგან განმარტებებს ითხოვს 

ბათუმის მერის ინიციატივას, რომელიც ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ეხება, ოპოზიცია მოულოდნელს უწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობაში“ ეჭვობენ, რომ ტერიტორიის გამოთავისუფლება მერიას კომერციული ინტერესებისთვის სჭირდება.

მათი ინფორმაციით, ყოფილ ზოოკუთხის ადგილას რესტორნებისა და კაფეების აშენება იგეგმება.

„ამის საწინააღმდეგო ბუნებრივია არ გვაქვს ჩვენ. აქ პრობლემა არის შემდგომში, რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას. თუ ეს ადგილი ბათუმის მერიის მხრიდან იქნება განკარგული კომერციული ობიექტებისთვის, კორპუსებისთვის - ბუნებრივია ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ. ამ ადგილზე უნდა მოხდეს პარკის განვითარება,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მირდატ ქათამაძემ.

ლაშა კომახიძემ ზოოკუთხის გადატანასთან დაკავშირებული სიახლე გუშინ გაავრცელა.

„აქ არის ორი ძირითადი პრობლემა, ეს არის ერთი - მოსახლეობის დამოკიდებულება, ვინაიდან იქ ხშირად აუტანელი სუნია და ღამით ცხოველთა ხმაური, ხოლო მეორეს მხრივ თავად ბინადრებიც ვერ გრძნობენ იმ შეზღუდულ სივრცეში თავს კომფორტულად,“-აცხადებს ლაშა კომახიძე.

დღის ამბები