საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის დელეგაციამ თბილისში ორ დღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
ბოლო შეხვედრა სტუმრებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართეს.
მხარეებმა საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხებზე ისაუბრეს. თბილისში ყოფნის დროს საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის დელეგაციის წევრები უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურაში იმყოფებოდნენ.