20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ხელფასმა გასულ წელს 341 700 ლარი შეადგინა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელმა, სულხან ზუმბურიძემ გასულ წელს 341 700 ლარი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეგინფო" ავრცელებს.

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი დაახლოებით 83 000 ლარია, პარლამენტის თავმჯდომარის - 80 000, პრემიერ-მინისტრის შრომის ანაზღაურება კი გასულ წელს 51 000 ლარი იყო.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანიის აქციების სრულ პაკეტს ფლობს „საპარტნიორო ფონდი“, ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

დღის ამბები