20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ვატო შაქარაშვილის მეუღლის კომპანიისთვის გადარიცხული 200 ათას ლარზე მეტი - ოპოზიცია საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროსგან თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატ, ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული საქმის შესწავლას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლები მოთხოვნას ხვალ დააყენებენ. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერების მტკიცებით, შაქარაშვილი „უხვ ჯილდოებს"" სწორედ ოპოზიციასთან მწვავე დაპირისპირების გამო იღებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, შაქარიშვილის მეუღლის კომპანია "რეკ-დ"-ის თბილისის მერია ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, პირდაპირ უფორმებს.

დოკუმენტების მიხედვით, ჯამში უკვე 200 ათას ლარზე მეტია გადარიცხული. გარდა ამისა, აღნიშნული თანხები საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული არ არის.

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვახტანგ შაქარაშვილის მიერ დამალულ შემოსავალთან. მან პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ არ აქვს დეკლარირებული ის კომპანიები, რომელიც მისი მეუღლის სახელზეა. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს, რომელმაც უნდა მოიკვლიოს დეპუტატის დეკლარაცია და ნახოს რამდენად ადეკვატურად აქვს შევსებული. ის, რომ არ აქვს ადეკვატურად შევსებული, ის რომ დამალა შემოსავალი, ის რომ ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი მიიღო და ეს დეკლარაციაში არ არის ასახული - ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი“ - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები