უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ მინისტრის პარტია ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ვიქტორ ორბანის კოალიციამ, ამომრჩეველთა 48.6 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დამკვიდრების საშუალებას მისცემს.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიქტორ ორბანი პრემიერის პოსტს მეოთხედ დაიკავებს. არჩვენების საბოლოო მონაცემები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.