საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მინისტრმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილი ტრაგიკულად დასრულდა, სწორედ ეს დღეს გამოხატავს ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას.
„ეს არის დიდი სიხარული და დიდი ტკივილის გამაერთიანებელი დღე, მაგრამ რაც მთავარია, ეს დღე გამოხატავს ჩვენს სწრაფვას თავისუფლებისადმი... ჩვენ ვიხილეთ ის თავგანწირვა, რომელმაც მოიტანა და აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც. მამუკა მდინარაძის თქმით, 9 აპრილის გმირები არ უნდა დაივიწყოს ქართველმა ერმა.
დღეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი შესრულდა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი 1991 წლის 9 აპრილს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.