20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
„სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“ – პრეზიდენტი შრომის უსაფრთხოებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი დაღუპული მეშახტეების ოჯახებს უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

პრეზიდენტის თქმით, მომხდარზე ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს.

„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში, ამის თაობაზე პარლამენტში არაერთი მოწოდება გამიკეთებია ჩემი გამოსვლებისას. თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ მეც ყველაფერი გავაკეთე.

ამასთან, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პროფკავშირებთან, სხვა ინტერესჯგუფებთან, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იმ სტრუქტურებს, რომელსაც ევალებათ ზედამხედველობა აი ამ პროცესებზე და არამარტო შახტასთან მიმართებაში ეს არის ფაქტიურად ათობით ადამიანი რომლებიც იღუპება სამუშაო ადგილებზე- ჩვენ ყველას ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ტყიბულში კი დღეს გლოვის ღამეა. დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად ტყიბულელები სანთლებითა და ყვავილებით ხელში ქალაქის ცენტრში საღამოს 8 საათისთვის შეიკრიბებიან.

ბოლო 11 თვეში ქალაქმა 11 მეშახტე დაკარგა.

დღის ამბები