პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დახურვის გამო ოპოზიციის პროტესტს, მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ. განმარტება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ეკა ბესელიას თქმით, სხდომა სახელმწიფო ინტერესების გამო და ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვის მიზნით დაიხურა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სხდომის დახურვა დეპუტატებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ კითხვებზე უფრო დეტალური პასუხები მიიღონ.
„დახურულ ფორმატში უფრო მეტად გვაქვს კონკრეტული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა და ახლაც სწორედ დეტალიზაციას ხდება იმ ინფორმაციის, რომელიც ეხება ტერორიზმის საფრთხეებს ასევე იმ საფრთხეებს, რომელიც ეხება ქვეყნის შიგნით გამოწვევების სახით არსებულს ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. მეტი ინფორმაცია არის შესაძლებელი, რომ მივიღოთ, მათ შორის კონკრეტული სახელებითა და კონკრეტული ორგანიზაციები’’-განაცხადა ბესელიამ.
ოპოზიციამ კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, საჯარო მხოლოდ კითხვების ნაწილი დაეტოვებინათ, ხოლო პასუხების დროს კი დაეხურათ. ამ შეთავაზებას კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ დაეთანხმა.
სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დახურვის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს.