საკრებულოს დეპუტატ ვატო შაქარიშვილის დაჯარიმების მოთხოვნით ლევან ხაბეიშვილმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, არსებობს დოკუმენტაცია რომელიც ბიუჯეტიდან შაქარიშვილის დაფინანსებას ადასტურებს, შემოსავლები კი დეკლარაციაში ასახული არ არის.
ხაბეიშვილი პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ის, რომ ყველაზე აგრესიულ დეპუტატს ჩვენი მოქალაქეების სახსრებიდან ურიცხავენ 100 ათასობით ლარს, ესეც დასტურდება დოკუმენტაციით, არაფერი არ დარჩენია საჯარო სამსახურის ბიუროს, გარდა იმისა, რომ ეს საქმე კანონის შესაბამისად მიიყვანოს ბოლომდე, ვახტანგ შაქარიშვილის დაჯარიმება მოხდეს. სხვა უწყებებმა, ვგულისხმობ პროკურატურას, გამოიძიონ, თუ რატომ, როგორ და რისთვის მისცეს ვახტანგ შაქარაშვილის მეუღლეს ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 200 ათას ლარზე მეტი,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.