20 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
აქცია ბათუმში - პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს

საპროტესტო აქცია ბათუმში - მესხის ქუჩის მცხოვრებლები უწყლოობას და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებას არ მიეწოდება წყალი, არ აქვთ კანალიზაცია, მოუწესრიგებელია გზა და არ დაწყებულა ქუჩის გაზიფიკაცია.

პრობლემების მოგვარების თხოვნით ადგილობრივებმა მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.

პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქუჩის მცხოვრებლები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

დღის ამბები