20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები განათდება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იგეგმება - ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები.

უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები.

იგეგმება ასევე საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

საქართველოს შესახებ კონფერენციები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში გაიმართება.

ასევე გაიმართება კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე.

დღის ამბები