ვანის რაიონის, სოფელ გორას მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი სოფლის - გორას, ზეინდარის და ამაღლების დამაკავშირებელი გზა მთლიანად ამორტიზირებულია და გადაადგილება შეუძლებელია. მწვავე პრობლემაა წყლით მომარაგებაც
ადგილობრივების პრობლემებს პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა გაეცნო. უგულავა ამბობს, რომ არც ისე დიდი ხარჯით, შეიძლება ამ ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრა.
„ის ფული რაც არის, დაიხარჯოს ისე, რომ ადამიანები გრძნობდნენ განვითარებას, პროგრესს და შესაბამისად, ადამიანები მოითმენენ. მაგრამ ამ უნიათობას და ამ ჭაობს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, უკვე აღარავინ აღარ მოითმენს და ამაზე პასუხი იქნება 28 აპრილს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.