20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
კომუნიკაციის პრობლემა არსებობს... ცვლილებების პროცესი მისაღებია - ვოლსკი "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს

"ქართულ ოცნებაში" რომ ცვლილებები გარდაუვალია, ამას უმრავლესობის ლიდერები უკვე აღარ მალავენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუნდის გადახალისების აუცილებლობაზე საუბრობს. გია ვოლსკის განცხადებით, მაისში პარტიის ყრილობა გაიმართება, სადაც "ქართული ოცნება" შესაძლოა, უკვე გადახალისებული გუნდით წარდგეს. ვინ დატოვებს და ვინ დარჩება უმრავლესობაში? - ერთკვირიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, ეს საკითხი ისევ მთავარი პოლიტიკურ თემად რჩება. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე მიიღება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. "ქართული ოცნების ძველი" და ახალი სახეებიც ახლა სწორედ ამ შეხვედრის მოლოდინში არიან.

"კომუნიკაციის პრობლემა არსებობს... პროცესი ცვლილებების რატომაც არა, საკმაოდ მისაღებია. ყრილობა რა საკვირველია ახალ ენერგიას მოიტანს "ქართული ოცნების რიგებში და საინტერესო იქნება,"- აცხადებს გია ვოლსკი.

მოსალოდნელ ცვლილებებს დადებითად აფასებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გუგული მაღრაძე.

"არის საკითხები, რომელშიც მეტია თანხვედრა, არის საკითხებში რომელშიც არის გაცვლა. ყველაფერი იცვლება, ყველაფერი უკეთესი ხდება. თუ იქნება რაიმე შესაძლებლობები რომ პარტიამ უკეთ იმუშაოს, ჩვენ ღია ვართ ამ შესაძლებლობებისთვის,"- აცხადებს გუგული მაღრაძე. 

ვანო ზარდიაშვილი კი მიიჩნევს, რომ განხეთქილების თემა მედიამ აიტაცა და საუბარი ამაზე გაზვიადებულია. 

დღის ამბები