პარლამენტის შემდეგ მმართველ გუნდში დაპირსპირებამ შესაძლოა, თბილისის საკრებულოში გადაინაცვლოს. ვინ, ვის წინააღმდეგ იქნება - ეს სავარაუდოდ მალე გაირკვევა, რადგან ინფორმაცია უკვე ვრცელდება საკრებულოს უმრავლესობაში არსებულ უთანხმოებაზეც. ჯერჯერობით შიდა დაპირსირების შესახებ დეპუტატები ღიად არ საუბრობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება თბილისის რამდენიმე მაჟორიტარსა და პარტიული სიის წარმომადგენელს შორის უკვე არსებობს. საკრებულოს თავმჯოდმარე და უმრავლესობის წევრები თვითმართველობის ორგანოში შესაძლო უთანხმოებას კატეგორიულად გამორიცხავენ.
"არანაირი დაპირისპირება თბილის საკრებულოს უმრავლესობაში არ არსებობს," - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე.
დაპირისპირების არსებობას უარყოფს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი უმრავლესობიდან, რიმა ბერიძე.
"გუნდი არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან საქმიანი ვართ ნამდვილი გუნდი და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს,"-აცხადებს რიმა ბერიძე.