"სითი პარკთან" გაუქმებული ხელშეკრულება და მერიის გეგმები პარკირებასთან დაკავშირებით - ამ საკითხებზე ოპოზიცია დღეს განმარტებებს მერიის სატრანსპორტო კომპანიის წარმოამდგენლებისგან ელოდება. დებატები საკრებულოში შესაბამისი კომისიის სხდომაზეა მოსალოდნელი, სადაც მერიის მაღალჩინოსნებს ელოდებიან. კომისია ვალდებულია ასევე იმსჯელოს 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, სადაც შესულ ცვლილებებს ოპოზიცია აპორტესტებს. დეპუტატები თანხის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საუბრობენ.