20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ინტერპარტიული ჯგუფი პარტიების დაფინანსების წესის გადასინჯვაზე მსჯელობას იწყებს

ინტერპარტიული ჯგუფი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის გადასინჯვაზე მსჯელობას იწყებს. მანამდე კი ჯგუფის წევრები ამ საკითხზე მოსაზრებებს არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობენ.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში შესატანი დაანონსებული ცვლილებებით კიდევ ერთხელ შეეცდება, კანონმდებლობა საკუთარ ინტერესებს მოარგოს და ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური პრობლემები შუქმნას.

„ჩვენ ამ ცვლილებებს ვამზადებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მათთან კონსულტაციით, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს სანდოობა. რა თქმა უნდა, პარლამენტი არის მიმღები. ვნახოთ, როგორ მოხდება ამის მიღება. შევეცდებით შეჯერებული კანონპროექტი იყოს ყველა პარტისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,“- აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

დღის ამბები