20 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
იანოშ ჰერმანი „Freedom House”-ის ანგარიშის დეტალურად გაცნობას აპირებს

ევროკავშირის წარმომდგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი საერთაშორისო ორგანზიაცია „Freedom House” –ის მიერ მომზადებული ანგარიშის დეტალურად გაცნობას გეგმავს.

„Freedom House” საქართველოს მთავარ გამოწვევებად მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემა დაასახელა.

"რა თქმა უნდა ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმოვთ ანგარიშებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს. პირადად წავიკითხავ და დეტალურად გავეცნობი ფრიდომ ჰაუსის სრულ ანგარიშს, თუმცა ახლა არ შემიძლია გესაუბროთ ჩემს შეფასებაზე.

რამდენადაც მედიით შევიტყვე, შეშფოთებაა გამოთქმული სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი მედიის თავისუფლება, მეორე კი სასამართლო სისტემაა. ევროკავშირს საკუთარი შეფასება აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ ჩვენც ვამზადებთ ანგარიშებს და ამ მიდგომას მომავალშიც შევინარჩუნებთ,"- განაცხადა იანოშ ჰერმანიმ.

დღის ამბები