20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ვფიქრობ, რომ ბატონ გედევან ფოფხაძეს შეინარჩუნებს უმრავლესობა - მიხეილ გიორგაძე

„ვფიქრობ, რომ ბატონ გედევან ფოფხაძეს შეინარჩუნებს უმრავლესობა,“ - ეს განცხადება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე საუბრის დაწყება სიტუაციისთვის შეუსაბამო იყო.

მიხეილ გიორგაძის თქმით, გედევან ფოფხაძე გუნდში უნდა დარჩეს და არსებული უთანხმოებაც მმართველმა პარტიამ უნდა მოაგვაროს.

„იმპიჩმენტზე და მსგავს მკვეთრ განცხადებებზე ყურადღების გამახვილება, ვფიქრობ, აბსოლუტურად, უადგილო იყო. იმიტომ, რომ ისევ და ისევ, როგორც არაერთხელ აღინიშნა, ზოგიერთი განცხადება თავის დროზე ზედმეტად ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული და შესაბამისი შეფასება მიეცა ამ განცხადებებს. ვფიქრობ, რომ ბატონ გედევან ფოფხაძეს შეინარჩუნებს უმრავლესობა და ეს უთანხმოება უმრავლესობას შიგნით მოგვარდება,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები