20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ინტერპარტიული ჯგუფი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს იწყებს

ინტერპარტიული ჯგუფი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს იწყებს.

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ხელისუფლება აპირებს კანონმდებლობა იმგვარად შეცვალოს, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების ფორმირებას აზრი დაეკარგოს. 2020 წლის შემდეგ კი ბლოკების შემქნა ისედაც გაუქმდება.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ისეთ კანონპროექტს ამზადებს, როდესაც საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიებიდან მხოლოდ პირველ ნომრად ჩაწერილი პარტია მიიღებს დაფინანსებას.

„ერთადერთი, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“ არის ის, რომ შეიკრიბება ბლოკი და მას გაუშვებს პოლიტიკურ სანაგვეზე,“ - აცხადებს ახვლედიანი.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ე.წ. შავი ფულით იგებს, რის აღმოსაფხვრელადაც ოპოზიცია გეგმავს, რომ შეიმუშაოს მოდელს, რომელიც აღმოფხვრის ამ პრობლემას.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ ისეთი პირობები შექმნას, რომ 2020 წელს უბლოკო არჩევნები მიიღოს.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე მეორედ ცდილობს ოპოზიციის შესუსტებას. ქარდავას თქმით, პირველად სცადეს საერთოდ ბლოკებს გაუქმება, ახლა კი აპირებენ ბლოკებისთვის აზრის დაკარგვას.

პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გოჩა ჯოჯუა აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკური სპექტრის განადგურებას ცდილობს.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც სატელიტი პარტიების შექმნას გამორიცხავს.

დღის ამბები