20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
აჭარაში მოსწავლის დაჭრა და ჯელალ ქიქავაზე თავსხმა - ენმ-ის წევრი, გია ხალვაში შსს-ს აღნიშნული ფაქტების დროულ გამოძიებას სთხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი, გია ხალვაში აჭარაში ბოლო დროს ორი გახმაურებული ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.

ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ რამდენიმე დღის წინ მეშვიდე საჯარო სკოლასთან მოსწავლის დაჭრის, ასევე ბათუმის მერობის ყოფილ კანდიდატზე ჯელალ ქიქავაზე თავსხმის ფაქტებზე დროულად მოხდეს რეაგირება.

გია ხალვაშის განცხადებით, აჭარაში დღე-ღამის განმავლობაში საცხოვრებელ ბინებს ქურდავენ, ამასთან მოქალაქეებს თავს ესხმიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაბუთო ხეების უსაფრთხოდ გადაზიდვით და არ სცალია საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისთვის,“ - განაცხადა ხალვაშმა.

დღის ამბები