„ევროპული საქართველო“ პენსიის გაზრდას მოითხოვს - საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ინიციატივა ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პენსიის თანხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე და მედიკამენტებზეც არ ყოფნით. პრობლემებს ქმნის გაუგებარი მიზეზებით სოციალური სტატუსის მოხსნაც.
ადგილობრივები, ასევე, ფაროსანას მიერ თხილის მოსავლის განადგურებაზე და მთავრობის მიერ კომპენსაციის აუნაზღაურებლობაზე საუბრობს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის ფარგლებში პენსიონერებს წელსვე უნდა გაეზარდოთ პენსია 50 ლარით.