20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ყველა დეპუტატის ჩართულობით, შეიქმნება გარკვეული შიდა ქცევის წესები - მამუკა მდინარაძე

„რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში შედგა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ ყველა დეპუტატის ჩართულობით, პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩართულობით, შეიქმნება გარკვეული შიდა ქცევის წესები და კიდევ უფრო გაზრდის პარტიის მუშაობის ეფექტურობას,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ის არ აკონკრეტებს თუ რა ტიპის სანქციები შეიძლება შემოიღონ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით საგანგებო შეხვედრის შემდეგ. მდინარაძე ასევე არ საუბრობს, იგეგმება თუ არა მმართველი გუნდიდან დეპუტატების ნაწილის გარიცხვა.  

„რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ შეთანხმებას მიაღწევს მმართველი გუნდის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თითოეული დეპუტატის ჩართულობით. თუ რამდენიმე დეპუტატი იმ შეთანხმებასაც არ იცავს, რაც ზედმეტი შეფასებისგან თავის შეკავებას შეეხება, ეს დამატებითი განსჯის საგანი გახდება იმ შეხვედრაზე, რომელიც პარტიის ოფისში და უმრავლესობის შიგნით გაიმართება. ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმ გადაწყვეტილების მიღების დროს, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ვაანონსებთ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები