20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ისე დანიშნეს კერესელიძე, დეპუტატებმა არ ვიცოდით მასზე სისხლის სამართლის საქმე რომ იყო აღძრული - ხაბეიშვილი კერესელიძის გადადგომის მიზეზებზე

მხოლოდ კერესელიძეა თურმე სუსტი რგოლი, - საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის," წევრს, ლევან ხაბეიშვილს არ სჯერა, რომ სამგორის რაიონის გამგებელი ცუდად შესრულებული საქმიანობისთვის გადადგა.

მისი აზრით, გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციისთვის ცნობილი გახდა, რომ კერესელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ხაბეიშვილმა კერესელიძის გადადგომა ორი თვის წინ მოითხოვა. 

„ორთვენახევრის წინ ვითხოვდით ამ გამგებლის გადადგომას, იმიტომ რომ მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საკრებულოში ისე დაამტკიცეს დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენელი ერთ-ერთი რაიონის წარმომადგენელი, დეპუტატებმა არ ვიცოდით, რომ ამ ადამიანზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

ეს გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული, სანამ კონკრეტულ რაღაც გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ აი, თურმე სამგორი ჩამორჩა, თორემ ჩუღურეთში, დიდუბეში, კრწანისში, გლდანში ფანტასტიკური მდგომარეობაა.

დედაქალაქი ბრწყინდება და მშვენდება, სოციალისტური შრომის გმირები კარგად მუშაობენ მხოლოდ კერესელიძეა თურმე სუსტი რგოლი,“- ამბობს ხაბეიშვილი.

დღის ამბები