20 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ე.წ. გირგვლიანის შესწორებები - ცვლილებათა პაკეტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელებენ 

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში, სამუშაო შეხვედრას იმსჯელებენ.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდება. მას ფრაქცია „ქართული ოცნების", აღმასრულებელი ხელისუფლების, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები და სამეცნიერო წრის წევრები დაესწრებიან.  

გირგვლიანის შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს. გარდა ამისა კოდექსს ემატება ორი ახალი სპეციალური მუხლი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს.

„ამ ცვლილებების უმთავრესი მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება იმ სისტემური დანაშაულისგან, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მომდევნო კვირას ჩვენ დავიწყებთ განხილვას უკვე საკომიტეტო ფარგლებში, შესაძლებელია კიდევ დაიგეგმოს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები