საქართველოს იუსტიციის მინისტრი კოპენჰაგენის მინისტერიალის ფარგლებში თურქ, დანიელ და მოლდოველ კოლეგებს შეხვდა. მინისტრებმა სამართლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
დანიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის შემთხვევებზე გაკეთდა.
თეა წულუკიანმა კოლეგას შესთავაზა გერმანიის, ისლანდიის და სხვა ქვეყნების მსგავსად
დაიწყონ ფიქრი, საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარების შესახებ, რაც პრობლების მოგვარებას გაადვილებს.
„დანია თავმჯდომარეობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს დღეს აქ გვმასპინძლობს. მინისტრთა შეხვედრა შეეხო ადამიანის უფლებების თემებს, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაძლიერებთ ევროპის საბჭოს ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევაზე“-აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.