საქართველოში ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება.
დელეგაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ალ-ხალიფა ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შედგა რიგით პირველი კონსულტაციებიც.
განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა საკითხი.
გამოითქვა მზადყოფნა ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში.