პარლამენტში ვანი - ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. გიგი უგულავამ ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.
გიგი უგულავას თქმით, მშენებლობის ხარისხის შესამოწმებლად ყველა ობიექტზე მისვლას აპირებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო ხშირად ტენდერებს არა საუკეთესო, არამედ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები იგებენ, რაც მშენებლობის ხარისხზე აისახება.
„ასე იცის პოლიტიკურმა კონკურენციამ. როგორც კი მე დავაყენე მაჟორიტარ კანდიდატად თავი, დაჩქარდა ტენდერები, დაიწყო მუშაობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მიხარია და ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი აქ ვანსა და ხონში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება. იქნება პოლიტიკური კონკურენცია და ამით ისარგებლებს ხალხი. დაჩქარდება გზების მშენებლობა, დაჩქარდება ხიდების შეკეთება, დაჩქარდება კეთილმოწყობა და ხალხი ამოისუნთქებს,“-განაცხადა გიგი უგულავამ.