"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს, პარტიის ლიდერები ქალაქ რუსთავში იმყოფებოდნენ.
ნიკა მელიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა ადგილობრივებს პარტიის საპენსიო კონცეფცია გააცნეს, რომელიც პენსიის 400 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს.
ასევე, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ძირითადად უმუშევრობას, წამლებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას უკავშირდება.
„ბუკლეტებში მოცემულია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ, რა საშუალებებით და რა წყაროებით გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთანავე პენსია 400 ლარი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს მჭიდრო ურთიერთობით მოსახლეობასთან“- განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.