20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ბათუმის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები საჯარო ინფორმაციას სრულად არ გვაწვდიან - მირდატ ქამადაძე ნეპოტიზმზე საუბრობს 

ბათუმის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები დახურულია, საჯარო ინფორმაციას სრულად არ გვაწვდიან - ეს განცხადება, ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ გააკეთა. 

ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ გასცემენ, რისი მიზეზიც მისი თქმით, უწყებაში არსებული ნეპოტიზმია.

მისივე განცხადებით, თუ ბათუმის მერიის შესაბამისი უწყებები ინფორმაციას დროულად არ მიაწვდიან, პარტია  მის მიღებას სამართლებრივი გზით შეეცდება. 

დღის ამბები