20 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სამშვიდობო ინიციატივაზე მსჯელობენ 

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“განიხილავენ. სამშვიდობო გეგმის დეტალებს, ქეთევან ციხელაშვილი იმ უწყებების წარმომადგენლებს აცნობს, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესრულებაში უშუალოდ ჩაერთვებიან.

მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შეღავათებს სთავაზობს.

გეგმის მთავარი მიზანი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესის გააქტიურებაა.

„მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, კერძოდ კი, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვიზრუნოთ მოსახლეობაზე, მანამდე, ვიდრე მათ შორის შესაძლებელი იქნება კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება და სწორედ ამაზე არის გათვლილი ძალიან ბევრი ჰუმანიტარული ინსტრუმენტი,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

დღის ამბები