20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
ჭიჭინაძეს არ გადაუწყვეტია არც ბატონი ირაკლის და არც ბატონი მამუკას იმ ადგილზე ყოფნა და ვერ გადაწყვეტს მათ გადაყენებას - სოფო კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, მმართველი გუნდის წევრი სოფო კილაძე ეხმაურება.

სოფო კილაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე დავით ჭიჭინაძეს არ დაუნიშნავს, შესაბამისად ვერ გადაწყვეტს მათ გადაყენებას.

„ბატონ ჭიჭინაძეს არ გადაუწყვეტია არც ბატონი ირაკლის და არც ბატონი მამუკას იმ ადგილზე ყოფნა, სადაც ისინი არიან და შესაბამისად, ვერც ბატონი ჭიჭინაძე ვერ გადაწყვეტს მათ გადაყენებას ამ ადგილიდან,“ - განაცხადა კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ე.წ. ურჩი დეპუტატების დასჯის მექანიზმებზე ამ დრომდე მსჯელობენ. პარტიული დისციპლინის დამყარების ახალი წესები, ირაკლი კობახიძემ გუშინ დააანონსა, თუმცა რას გულისხმობს სანქციები, მმართველი გუნდის ლიდერები არ აკონკრეტებენ.

საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის შეკრებაზე უნდა მიიღონ, რომელიც შესაძლებელია დღესაც გაიმართოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები