ვანსა და ხონში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა.
გივი ჭიჭინაძემ ხონის სოფლების - მათხოჯის, ხიდისა და სუხჩეს ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ჭიჭინაძემ ყველა იმ პრიორიტეტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ხონის განვითარებისთვის აუცილებელია.
გივი ჭიჭინაძემ ყურადღება მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესსა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაამახვილა.
„ძირითადი პრობლემა არის სოფლის გზები. სოფელთან მისასვლელი გზები. სასაფლაოებთან და ტაძრებთან მისასვლელი გზები. 2018 წელს ხონის მუნიციპალიტეტს გამოყოფილი აქვს ამ მიმართულებით 4 მილიონი ლარი.
ასევე მთავრდება ყველა სოფლის გაზიფიკაცია, გვრჩება მხოლოდ ოთხი მთის სოფელი, რომელშიც გაზიფიკაცია დაიწყება უკვე 2019 წელს“-ამბობს ჭიჭინაძე.