„ეს არის ცოტა სპეკულაციური განცხადებები და ინსინუაციებსაც ეძახიან ხოლმე ამ პროცესებს,“ - ეს განცხადება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მთავრობას და პარლამენტს თანამშრომლობის პრობლემა არ აქვთ.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებს პოზიციის გამოხატვის სრული თავისუფლება აქვთ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა მთავრობას და პარლამენტს და მმართველ გუნდს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მმართველ გუნდში და უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანი შედის და ამ ადამიანებს აქვთ თავისი პოზიციის გამოხატვის სრული თავისუფლება და შესაბამისად, ეს არის ის პროცესი, სადაც ჩვენ ყველანი ერთ აზრზე შეიძლება არ ვიყოთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.