20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
პოზიციების გამოხატვის უფლებას ვერავინ დეპუტატს ვერ წაართმევს - მმართველი გუნდის წევრები დისციპლინის დოკუმენტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ასახელებენ რა ჩაიწერება დისციპლინის დოკუმენტში, რომელმაც ე.წ. ურჩი დეპუტატებისთვის სანქციები უნდა განსაზღვროს. 

"ქართული ოცნების" წევრების თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ უნდა შეიმუშაოს, რომელსაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.

დეპუტატების ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ დოკუმენტით არ განისაზღვრება ის, თუ როგორი განცხადებები უნდა გააკეთონ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და ეს არ შეზღუდავს მათ უფლებებს. დეპუტატების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერენ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წევრს თავისუფალი მანდატი აქვს და მას რაიმე სახის დოგმით ვერავინ ვერ შეზღუდავს.

„შესაძლებელია დაიდოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც ყველას მოგვეწონება, ამიტომ, მანა ასეთი რამ წარმოდგენილი განსახილველად არ არის, ამაზე კომენტარის გაკეთება, მგონი, ჯერჯერობით, ნაადრევია,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ დისციპლინის გამკაცრება, მხოლოდ და მხოლოდ, პროცედურული საკითხია.

„პოზიციების გამოხატვის უფლებას ვერავინ დეპუტატს ვერ წაართმევს. აქ არის უბრალოდ გადაწყვეტილების მექანიზმებზე საუბარი, მაგალითად, თუ 112 დეპუტატიდან 30 უჭერს მხარს რაღაც კონკრეტულ საკითხს მხარს და 82 არის წინააღმდეგი, მაშინ შესაბამისად, როგორ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, საჭიროება დადგება ამ შემთხვევაში კომპრომისზე წასვლისა, კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებისა თუ ა.შ. ეს არის წმინდა პროცედურული საკითხი, რომელიც იქნება გაწერილი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები