20 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ამით უზრუნველყოფილია, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან - ირაკლი კობახიძე ე.წ. "გირგვლიანის შესწორებებზე"

"ე.წ. გირგვლიანის შესწორებებით უზრუნველყოფილია, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ე.წ. გირგვლიანის შესწორების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.  

„ამ დოკუმენტში არის უზრუნველყოფილი ის, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან - ეს არის შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება ზოგადად, ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ამ ყველაფრის პრევენციას ემსახურება ე.წ. გირგვლიანის შესწორებები, ანუ ის ცვლილებები, რომელიც შედის „სისხლის სამართლის კოდექსში,“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით გუშინ, პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, სადაც "სისხლის სამართლის კოდექსში" ინიცირებული ცვლილებები სამუშაო ჯგუფის ფორმატში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და ფრაქციის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისისა და სისხლის სამართლის სფეროში სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

დღის ამბები