20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
კახა კალაძე უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების გუნდის გაყოფით დასრულებას გამორიცხავს

თბილისის მერი, კახა კალაძე, უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების გუნდის გაყოფით დასრულებას გამორიცხავს.

დედაქალაქის მერმა მმართველ გუნდში შექმნილი კრიზისის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

„უმრავლესობას დაშლა და საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ჩვენს ირგვლივ შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ემსახურებიან ქართველ ხალხს. შესაბამისად, ჩვენი ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი, აღნიშნავს, რომ საზოგადოება არის პოლიტიზირებული, სინამდვილეში კი მმართველ გუნდში დაპირისპირების კუთხით არაფერი არ ხდება.

მისი თქმით, გედევან ფოფხაძე, რომელმაც გუნდიდან წასვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო დააანონსა, უკვე დამშვიდდა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზაზა გაბუნია, იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდში ყველაფერი მალე დალაგდება.

ქართული ოცნების წევრები პრობლემების განხილვას გაფართოებულ შეკრებაზე გეგმავენ, რომელიც, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება. 

დღის ამბები