20 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

მერსედეს ვერა-მარტინი და მისიის წევრები თბილისში "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციის წევრებთან საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მზადყოფნა და იმედი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასთან," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა. 

დღის ამბები