ქართული ოცნების ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე და გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებასა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ფერმერების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ტყის სარგებლობის და გარემოს დაცვის თემებზე.
შეხვედრის შემდეგ ფერმერებსა და სახელისუფლებო გუნდის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა.