საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, სირიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის დავალებით ის კონსულტაციებს გამართავს.
„უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ გლობალური დაპირისპირების, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს შორის.
"რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს. პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართო კონსულტაციები და შესაბამის გადაწყვეტილებას შემდეგ პრეზიდენტი კონსულტაციების შედეგად მიიღებს,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
საერთაშორისო კოალიციამ სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა განახორციელა. დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთსა და გერმანიასთან ერთად სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმას ამგვარი ქმედებით უპასუხა.