ვანის რაიონის მოსახლეობა მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. სოფელ ამაღლებაში ჩასული "ევროპული საქართველოს" ლიდერთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არ არის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. არ ფუნქციონირებს ამბულატორია, არ აქვთ გაზიფიცირება, საკანალიზაციო სისტემა და შეუძლებელია სოფლის შიდა გზებზე გადაადგილება. ხშირია გაუგებარი მიზეზებით სოციალური დახმარების მოხსნის ფაქტები. დავით ბაქრაძემ პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად ვანსა და ხონში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მათი კანდიდატის გამარჯვება დაასახელა.
"ევროპულ საქართველოს შეუძლია უკეთესი ცვლილებების მოტანა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა როგორ გავზარდოთ პენსია, როგორ შევცვალოთ სოციალურების მოხსნის უსამართლო სისტემა, როგორ გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.