21 დეკემბერი 2024,   18:07
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა-ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში აშშ მზად არის სამხედრო პასუხისთვის

ვაშნგტონი სირიას და მის მოკავშირე რუსეთს აფრთხილებს - თუ ასადის რეჟიმი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ კიდევ ერთელ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, შეერთებული შტატები მზად არის ისევ სამხედრო პასუხი გასცეს. დონალდ ტრამპის პოზიცია გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა უშუშროების საბჭოს სხდომაზე გაახმაურა. საგანგებო სხდომა სირიაში მიმდინარე მოვლენებისა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ჩატარებული სამხედო ოპერაციის გამო, რუსეთმა მოიწვია. მოსკოვმა წევრებს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც შეერთებული შტატების დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ ჩატარებულ ოპერაციას გმობდა, თუმცა დოკუმენტი კენჭისყრაზე ჩავარდა.

„დუმაში რუსმა ექსპერტებმა ქლორისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების კვალი ვერ გამოავლინეს. ვერთცერთმა ადგილობრივმა ვერ დაადსტურა, რომ ქიმიური შეტევა ნამდვილად მოხდა. რუსეთი მყისიერად გმობს თავდასხმას სირიაზე, სადაც რუსი სამხედროები კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებიან. საკუთარი ქმედებებით შეერთებული შტატები კიდევ უფრო ამძიმებენ ჰუმანიტარულ ვიტარებას ქვეყანაში. რეალურად შეერთებული შტატები ტერორისტებს უჭერენ მხარს, რომლებიც 7 წლის განმავლობაში სირიელ ხალხს ტანჯავენ,”-განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ.

რუსეთის საპასუხოდ აშშ-მ,  დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საკუთარი ვერსია წარუდგინეს. პროექტი  სირიის ჰუმანიტარულ დახმარებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ქიმიური შეტევების ფაქტების დამოუკიდებელ გამოძიებას ითვალისწინებს. დოკუმენტის ტექსტი ფრანგულმა მხარემ მოამზადა და მისი განხილვა ორშაბათს დაიწყება.

„შეერთებული შტატები ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს დღეს დილით ვესაუბრე პრეზიდენტს და მან მითხრა - თუ სირიის რეჟიმი კიდევ ერთხელ გამოიყენებს მომწამვლელ გაზს, შეერთებული შტატები მზად არის მოქმედებისთვის. როდესაც ჩვენი პრეზიდენტი წითელ ხაზს ავლებს, ის ყოველთვის მოქმედებს თუ ვინმე ამ წითელ ხაზებს კვეთს,“-განაცხადა აშშ-ს ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.

დღის ამბები