03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
თხილის ქურდობაზე დაკავებული პირი 40 დღეა შიმშილობს

ქუთაისის მეორე იზოლატორში მყოფი პატიმარი უკვე 40 დღეა მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით შიმშილობს.

რუსლან პერტაიას თვალები და პირი აქვს ამოკერილი. მას საკვები დაკავების დღიდან არ მოუღია და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის ინტერესებში შედიოდა.

ყურადღების მისაქცევად პერტაიას შვილებმა დღეს ქუთაისის ციხესთან ხეზე ხელებიც მიიჭედეს.

პერტაია სამართალდამცავებმა თხილის ქურდობაზე დააკავეს. 

დღის ამბები