20 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ის, რომ კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული, ეს ცხადია - თინა ბოკუჩავა

„ის, რომ კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული და ის რომ ბიძინა ივანიშვილი მისი გადაყენებისთვის სიტუაციას ამზადებს, ეს ცხადია მათი შიდა კომუნიკაციის წაკითხვის გარეშეც,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ „შაბათის კურიერში“ გასაჯაროებულ მიმოწერასთან დაკავშირებით გააკეთა. ბოკუჩავა განმარტავს, რომ "ქართულ ოცნებაში" გარკვეული დაპირისპირება არსებოსბს. ის კვირიკაშვილის შესაძლო მემკვიდრეებზეც საუბრობს.

„შემდგომ იქნება პრემიერი გახარია, თუ ბახტაძე თუ ნებისმიერი სხვა, ეს არაფერს შეცვლის რიგითი საქართველოს მოქალაქისთვის, რადგან მმართველი ისევ იქნება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა სალომე ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ „კურიერს“ ხელში ჩაუვარდა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.

დღის ამბები