20 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ახალი კანონპროექტი - ქურდული სამყაროს წევრობას საგამოძიებო ორგანოები ბრალდებულებს უფრო მარტივად დაუმტკიცებენ 

ქურდული სამყაროს წევრობას საგამოძიებო ორგანოები ბრალდებულებს უფრო მარტივად დაუმტკიცებენ - პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს.

კანონმდებლები კანონპროექტს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ და მიმდინარე კვირის განმავლობაში იმსჯელებენ.

ცვლილებები შედის რეგლამენტშიც, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს შეეძლებათ მეტად იყვნენ ჩართულნი საკანონმდებლო პროცესებში.

„უფრო დეტალური ხდება ის საკითხები, რომლის მიხედვითაც ბრალმდებელს ექნება საშუალება, რომ ბრალი წაუყენოს ამა თუ იმ პირს, რომელმაც სავარაუდოდ შესაძლოა ასეთი ტიპის დანაშაული ჩაიდინოს,“-განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები