20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას" - ნაცვლიშვილი უმრავლესობის დატოვებაზე საუბრობს

პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების არსებობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი უარყოფს.

ბექა ნაცვლიშვილი „რუსთავი2“-ის მიერ გასაჯაროებულ მიმოწერის ეხმაურება, რომელიც პრემიერსა და კობახიძეს შორის დაპირისპირების არსებობას ააშკარავებს და მას ინტერპრეტაციას უწოდებს.

თუმცა მმართველი გუნდის დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხზე შეთანხმება იქნება, მათ შორის არის საპენსიო რეფორმაც. 

მისივე თქმით, "სოციალ-დემოკრატების" ფრაქცია საკუთარი ინიციატივების გაჟღერებას მაისის ბოლომდე გეგმავს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატები“ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ.

„ჩვენ ველოდებით უმრავლესობის შეხვედრას, სადაც აი სი პრობლემური საკითხები რაც არსებობს უმრავლესობაში უნდა განვიხილოთ ის ინტერპრეტაცია რომელიც მოჰყვა იგივე რუსთავი 2-ზე ამ მიმოწერას სრულიად აცდენილი იყო რეალობას, ოღონდ ნუ მკითხავთ რა თვალსაზრისით.

ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვექნება, თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და არც იქნება საფუძველი მომავალი დისკუსიებისა ამ საკითხებზე მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკურ ცხოვრება.

დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.

დღის ამბები