საპარლამენტო უმრავლესობიდან პროტესტის ნიშნად წასული გედევან ფოფხაძე დღეს პარლამენტში მივიდა.
ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კომუნიკაციის პრობლემა არსებობს.
ფოფხაძის თქმით, ის ემზადება იმ შეხვედრისთვის, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის მომავალ კვირას შედგება.
„ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ველაპარაკოთ უმრავლესობის შიგნით შუამავალი ჟურნალისტების მეშვეობით და ასე ინტერვიუებით. ჩვენ ერთმანეთში დიალოგი უნდა გვქონდეს, კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ყველა საკითხი შეიძლება დალაგდეს, იმ პროცედურების სწორი გაწერით, რაც მნიშვნელოვანია უმრავლესობის სრულფასოვანი საქმიანობისთვის“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.