"კარგად არის ყველაფერი, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ სხვებიც დაამშვიდოთ,“- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2-ის“ შეკითხვას თუ რატომ საყვედურობდა მას პრემიერი კვირიკაშვილი მიმოწერაში, რომელიც მმართველი გუნდის საერთო ჩათში გაიგზავნა.
ირაკლი კობახიძემ მიმოწერის შესახებ კომენტარი არ გააკეთა და არ დააკონკრეტა თუ რატომ უსაყვედურა მას გიორგი კვირიკაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ „კურიერს“ ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. მესიჯებიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.